ქვეყანაში ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მატულობს. სამწუხაროდ, პროგნოზების გაკეთება ზუსტად რა მიმართულებით წავა ეს მრუდი ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პროგნოზები კოვიდის შემთხევევაში არ ამართლებს და ხშირად ძალიან არაპროგნოზირებადია ტენდენციებიც, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.
“ძალიან რთული სათქმელია, კლება დაიკლება აგვისტოს შუა რიცხვებში, თვის ბოლოს თუ როდის… ამის შესახებ საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია, თუმცა, იმედი ვიქონიოთ რომ სტაბილიზაცია მალე მოხდება.”
ინფექციონისტმა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალ მაჩვენებელზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ზრდის ტენდენცია პიკური პერიოდის დასრულების შემდეგ 2-3 კვირით კიდევ შენარჩუნდეს.
„ეს რიცხვი პროპორციულად მიჰყვება ინფიცირებულთა რაოდენობას და სამწუხაროდ, შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან, როგორც წესი, შემთხვევების რაოდენობის ზრდის შემდეგ, სიკვდილიანობა ყოვნდება კიდევ 2-3 კვირით,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.
ამავე თემაზე: