LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულები თავისუფლად გადაადგილდებიან საზოგადოებაში და არც იზოლაციის წესებს იცავენ კონტაქტები – კიდევ ერთი ლოქდაუნი კატასტროფა იქნება: მაია ბუწაშვილი

207
მაია ბუწაშვილი

პირველ რიგში, ეფექტური უნდა გახდეს ინფიცირებულებზე კონტროლი, ვხედავთ, რომ ეს საკითხი აბსოლუტურად მიშვებულია – არაერთ ინციფირებულს ვხედავთ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება საზოგადოებაში და ასევე, კონტაქტში მყოფები იზოლაციის წესებს ძალიან ხშირად არღვევენ, რაც ფაქტობრივად, ვირუსის მოსიარულე წყაროა საზოგადოებაში – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრა.

„კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. დღევანდელი ვითარებისგან განსხავებით კონტროლის მექანიზმები პანდემიის საწყის პერიოდში ეფექტიანი იყო და ახლაც, დროულად უნდა მოხდეს მობილიზება, რადგან მუტირებული შტამების ფონზე ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ასევე,  რეგულაციების აღსრულება უნდა გახდეს ეფექტური. განსაკუთრებით ჯარიმების საკითხი – თუ ის დაწესებულია უნდა აღსრულდეს, რადგან ხალს უჩნდება განცდა რომ ჯარიმებს მაინც ჩამოაწერენ, მუსირებს ეს აზრი საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრებული ზედამხედველობა.

რაც მთავარია, თავშეყრები უნდა კონტროლდებოდეს – გასაგებია, რომ საკითხი საზოგადოებამაც უნდა არეგულიროს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ეს პასუხისმგებელობა, მაგრამ ვხედავთ, რომ ხშირად ასე არ ხდება, კიდევ ერთი ლოქდაუნი ნამდვილად კატარსტროფა იქნება.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა კვირის თემაში.

ინფექციონისტი ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდას უკავშირებს ასევე ტურიზმს.

“ტურიზმი ცალსახად არის შემთხვევების აღმავლობის ხელშემწყობი ფაქტორი, რადგან შემოდიან ტურისტები იმ ქვეყნებიდან სადაც ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, მართალია, მათ სთხოვენ საზღვარზე დოკუმენტს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული რომ ეს დოკუმენტები ვალიდურია.”- ამბობს მაია ბუწაშვილი „ფორტუნასთან“ და მიიჩნევს, რომ  მეტად უნდა გამკაცრდეს კონტროლი ტურისტების მიმართ და საზღვარზე შემოსვლისას ნამდვილად გარანტირებულად უნდა ხდებოდეს მათი შემოწმება ვირუსთან დაკავშირებით.

მაია ბუწაშვილის მოსაზრებით „ადამიანების შეჩვენებით და ჯოხის პრინციპით“ ვაქცინაციის პროცესი არ გაუმჯობესდება და საჭიროა მეტი მუშაობა საზოგადოებასთან, ვაქცინაციის მთავარი ამოცანის განმარტება, რომ ცრუ მოლოდინებმა უკუშედეგი არ მოგცვეს.

„მიუხედვად იმისა რომ ბოლო კვლევამ საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობების ზრდა აჩვენა, რეალობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო დამაიმედებელი სტატისტიკა გვაქვს – პროგრესულად მზარდია აცრილების რაოდენობა.

მე არ ვთვლი, რომ საქართველოში უფრო მეტია ანტივაქსერული განწყობა ვიდრე სხვა ქვეყნებში.

უბრალოდ, თავიდან იყო გარკვეული სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ, შერჩევის საკითხი, ახლის მოლოდინი – ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი  და ცოტა დაყოვნდა, დაწყება დაგვაგვიანდა.

ამჯერად, არც ისე ცუდადა მიდის პროცესი და თუ ამას დაემატება არა ადამიანების შეჩვენება და ჯოხის პრინციპი, არამედ  საგანმანათლებლო ახსნა, ინფორმირებულობა,  სარგებლის განმარტება, ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოცვის თვალსაზრისით.

ვაქცინის არჩევის დრო არ არის, კარგია რომ ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოშია ჯანმოს მიერ არის აკრედიტებული.

მთავარია საზოგადოებას არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ აღარ მოხდება ინფიცირება ვაქცინის შემდეგ – ეს პრეტენზია აქვთ ადამიანებს ვაქცინის მიმართ და შემდეგ რომ ხედავენ რომ ვაქცინირებული შეიძლება დაინფიცირდეს, გარკვეულწილად სკეპტიციზმი უჩნდებათ.

ვაქცინის ამოცანაა შეამციროს გართულებები და სიკვდილის რისკი  – ამას ის ასრულებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს გაზრდილი მოლოდინები, თუმცა, ცხადია ამცირებს ინფიცირების რისკს და რომც მოხდეს ინფიცირება, ვაქცინამ რაც უნდა გააკეთოს, ის ამას აკეთებს – ამცირებს გართულებების და სიკვდილის რისკსაც და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის რომ არ დავკარგოთ ადამიანები,” განაცხადა მაია ბუწაშვილმა “კვირის თემაში” სტუმრობისას.

ამავე თემაზე:

“სიკვდილობა, სამწუხაროდ, შეიძლება კიდევ გაიზარდოს” – როდის დასრულდება პიკური პერიოდი: მაია ბუწაშვილის განმარტება

ტურისტები იმ ქვეყნებიდან შემოდიან, სადაც ძალიან მძიმე ეპიდვითარებაა – არ ვართ დარწმუნებულები, რომ საზღვარზე ვალიდური დოკუმენტებით ვუშვებთ: მაია ბუწაშვილი

 

magti 5g