ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს.
გამოკითხულთა 39% მერიის საქმიანობას კარგად აფასებს, 29% საშუალოდ აფასებს, 25%-ცუდად, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% კი, პასუხზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, გამოკითხულთა 17% საკრებულოს საქმიანობას კარგად აფასებს, 29%-საშუალოდ, 29%-ცუდად, 23% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.