4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეი ლო და ალექს როდრიგესი ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, რატომღაც ლოპესს არც კი გახსენებია, რომ „ინსტაგრამზე“ მისი და ალექსის უამრავი ფოტო იყო ატვირთული.
ბენთან გატარებული შვებულების შემდეგ, ლოს-ანჯელესში დაბრუნებულმა ჯენიფერმა, როდრიგესთან ერთობლივი ფოტოები წაშალა და მისი გამოწერაც გააუქმა. რაც შეეხება ალექსს, მას ჯერ კიდევ არ აქვს ყოფილი საცოლის გამოწერა გაუქმებული და ალბათ მის ფოტოებს საკმაოდ ხშირად ათვალიერებს კიდეც.
„ჯეი ლოს ეს არც კი გახსენებია, ეს ბენმა მოსთხოვა“, – აცხადებენ ინსაიდერები.
ფოტო: ბენ აფლეკი ჯეი ლოს სამსახურში ესტუმრა და პროდიუსერს ,,საქმე გაურჩია”