LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბენ აფლეკი ჯეი ლოს სამსახურში ესტუმრა და პროდიუსერს ,,საქმე გაურჩია”

1459
page

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანის განახლების შემდეგ, წყვილი პრაქტიკულად განუყრელია. ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ. სულ ცოტა ხნის წინ, 48 წლის მსახიობი და რეჟისორი საყვარელ ქალს ბოლო, მიმდინარე კინოპროექტის გადასაღებ მოედანზე ესტუმრა.

ის აქტიურად იღებდა პროცესში მონაწილეობას და გადამღებ ჯგუფთან დისკუსიაშიც იყო ჩაბმული. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ბენი ჯეი ლოს ერთ-ერთ პროდიუსერს და ,,საქმეს ურჩევს”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ფილმზეა საუბარი. ცნობისთვის, ლოპესის ბოლო ფილმი გახლავთ „დაქორწინდი ჩემზე“, რომლის გადაღებებიც უკვე დასრულებულია.

ფოტო: „ველით ბენიფერის ქორწილს“ – 52 წლის ჯეი ლო ძვირფასი ქვებით მორთულ საქორწინო კაბაში შოკისმომგვრელად ლამაზია

ფოტო: საოცრად ელეგანტურად ჩაცმული ბენ აფლეკი და შეუდარებელი ჯეი ლო პაემანზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები