LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გახარიას მონაწილეობა – პირველ ტურში მე გავიმარჯვებ, ვინ იქნება მეორე-მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება

63
მელია

დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“, ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ, თბილისის მერობაზე კენჭი იყაროს, „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუუარესა.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, მაგრამ პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. შესაძლოა, პირველივე ტურში თბილისის არჩევნების ბედი ვერ გადაწყდეს, მაგრამ შედეგობრივად, მგონია, რომ მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები პირველ ადგილზე.

გახარიას და კალაძის ურთიერთობებში ხელების ფათური ნამდვილად არ მინდა. გუშინდელი მეგობრები და გუშინწინდელი თანამებრძოლები არიან.

ძალიან უხერხულია ჩემი აზრით, როდესაც ერთი მხრიდან ვაკვირდებით წარმოუდგენელ საარაკო თავდასხმებს მეორეზე, არადა, გუშინწინ ერთმანეთს აქებდნენ, გვერდიდან არ შორდებოდნენ და რომ გეკითხათ, საქართველოს მასზე უკეთესი მოქალაქე ამ ქვეყანაში არ არსებობდა.

ახლა ტალახს ესვრიან ერთმანეთს. არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“, ეს კვლევებიდანაც ჩანს. „ქართულ ოცნებას“ თეორიული შანსიც არ აქვს, რომ 40%-იან ნიშნულსაც კი მიუახლოვდეს, მათ შორის, ბატონ კალაძეს, რომელიც კორუფციაშია თხემით ტერფამდე ჩაფლული.

ვფიქრობ, არანაირი შანსი არ აქვს. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად კალაძესა და ბატონ გახარიაზე. მათ პრაქტიკულად ერთი ამომრჩეველი ჰყავთ.

მეორე ადგილზე გავა ბატონი კალაძე თუ ბატონი გახარია, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. „ქართულ ოცნებას“ სურდა პენეტრირება გზავნილის, თითქოს რადგან ბატონი კალაძე მოქმედი მერია, ის უპირობო ფავორიტია, მაგრამ კვლევები აბსოლუტურად საპირისპირო რამეს აჩვენებს. ვფიქრობ, კიდევ უფრო მძიმედ აქვს საქმე „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათი მდგომარეობა ელექტორალური თვალსაზრისით გაუარესდა სხვადასხვა ფაქტორებით.

შეიძლება ასეთ ერთ-ერთ ფაქტორად ასევე ვივარაუდოთ, რომ ბატონი გახარიაა. ერთი რამ ძალიან საწყენია, რომ გუშინდელი მეგობრები ერთმანეთს არ ინდობენ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. ვფიქრობ, ამას საზოგადოება სწორად შეაფასებს“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g