LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე – რა უნდა ვიცოდეთ „ანალგინის“ შესახებ?

1839
gogoberidzenews

რა უნდა ვიცოდეთ, სანამანალგინსდავლევთ, ვისთვის არ არის ის რეკომენდებული და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის თვითნებურ მიღებას საინტერესო საკითხზეფეისბუქლაივისსაშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

“ანალგინი” არის მედიკამენტი, რომელსაც ადამიანები თითქმის ყველა სახის ტკივილის დროს თვითნებურად სვამენ. ეს  სწორი არ არის, რადგან რიგ შემთხვევებში მისმა მიღებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ ვიდრე “ანალგინს” დავლევთ, უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული გარემოებები. “ანალგინი” ცნობილია ასევე როგორც “მეტამიზოლი”. მას იყენებენ ოპერაციის შემდგომი, ტრავმის შემდგომი ტკივილის, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კოლიკის, კბილის და თავის ტკივილის დროს და ა.შ თან ისე, რომ ექიმს არც ეკითხებიან. “ანალგინი” არის არასტეროიდების მსგავსი მედიკამენტი, რომელიც თავის ტვინში მოქმედებს ჰიპოთალამუსზე და მისი ზემოქმედებით ტკივილი მცირდება, სიცხე კი დაბლა წევს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მედიკამენტი რიგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი მარტო რეცეპტით გაიცემა. ჩვენთან “ანალგინი” ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების სიაში შედის.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება, რაც შესაძლოა ,,ანალგინის” / ,,მეტამიზოლის” მიღებას  მოჰყვეს, აგრანულოციტოზია. ეს არის  სისხლში გრანულოციტების, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება. ნეიტროფილები ზრდასრული ადამიანის  ძვლის ტვინში წარმოიქმნება, ,,ანალგინი” კი  შეიძლება აქვეითებდეს ნეიტროფილების წარმოქმნის უნარს. თუ სისხლის ერთ წვეთში ნეიტროფილების რაოდენობა 500-ზე ნაკლებია, ეს იმუნურ სისტემაზე დიდ დარტყმას ნიშნავს. შესაბამისად, “ანალგინმა” შეიძლება სერიოზულად დათრგუნოს იმუნური სისტემა. თუ ერთ წვეთ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობა 100 ერთეულს ჩამოსცდება, ეს უკვე აგრანულოციტოზია, რომელიც ძალიან სახიფათოა.

აგრანულოციტოზს აქვს 3 ნიშანი- სიმპტომი და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ თვითნებურად სვამდით ,,ანალგინს”, შემდეგ კი ეს სიმპტომები განგივითარდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მატება,  კანკალი და ყელის ტკივილი. ასეთ დროს აუცილებლად მივმართოთ ექიმს, ასევე უნდა ჩავაბაროთ სისხლის ანალიზი, რომ ნეიტროფილების რაოდენობა შემოწმდეს. როგორც აღვნიშნეთ, თუ მათი რაოდენობა წვეთში 500-ზე ნაკლებია, ორგანიზმს აღარ შეეძლება ინფექციასთან ბრძოლა და შეიძლება განვითარდეს სეფსისი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა.

ზოგადად, “ანალგინის” თვითნებურად მიღება არ შეიძლება, თუ:

1. ხართ 65 წელს გადაცილებული,
2. ხართ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში,
3. გაქვთ დაბალი წნევა, რადგან ,,ანალგინი” სისტოლურ წნევას აქვეითებს.
4. იღებთ მედიკამენტებს – ეს შეიძლება იყოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო, მჟავიანობის დამწევი მედიკამენტები, ასევე ანტიდეპრესანტები, სისხლის გამათხელებლები და რამდენიმე ანტიბიოტიკი, მაგალითად ქლორამფენიკოლი, ტრიმეტოპრიმ – სულფამეტოქსაზონი ან პენიცილინი.
5. ,,ანალგინის” მიღება მიზანშეწონილი არ არის 10 წლამდე ასაკის ბავშვების და იმ პირებისათვის, ვისაც ასთმა აქვს, რადგან თვითნებური მიღების შედეგად შესაძლოა მდგომარეობა გართულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g