თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს ვარსკვლავებმა ყველაზე ხშირად ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ტანისამოსი მოირგეს. ამერიკაში ნამდვილი „გვასალიაგამანიაა“. მას შემდეგ რაც „მეტ გალაზე“ კიმ კარდაშიანი „ბალენსიაგათი“ გამოჩნდა, რეალითი შოუს ვარსკვლავი პრაქტიკულად ბრენდს აღარ ღალატობს.
კვლავ დემნა გვასალიათი მოსილი კიმ კარდაშიანი სომხურ რესტორანს ესტუმრა
კიმ კარდაშიანის პომპეზური გამოჩენა
ამჯერად შავი ტანისამოსი ვარდისფერით ჩანაცვლდა, 40 წლის კიმი ვარდისფერი ორეულით Saturday Night Live-ის შოუს ეწვია. ალბათ გაინტერესებთ, რა ღირს დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ტანისამოსი, ხავერდის პიჯაკისა და ლატექსის „ბოტფორდების“ ღირებულება 3541 ევროს შეადგენს.