LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაილო პიტმა კაბა პირველად მოირგო და სქესის შეცვლას აღარ აპირებს – ანჯელინასა და ბრედის ქალიშვილი მშობლების ასლია

35191
page

ლოს-ანჯელესში, დიდი ხნის ნანატრი ფილმის, „მარადიულების“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ჯოლის მთავარი გულშემატკივრები, მისი შვილები არიან, წითელ ხალიჩაზე სწორედ შვილების გარემოცვაში პოზირებდა მსახიობი. მას მხარს 20 წლის მედოქსი, 16 წლის ზაჰარა, 15 წლის შაილო და 13 წლის ტყუპები, ვივიენი და ნოქსი უმშვენებდნენ, პრემიერას მხოლოდ 17 წლის პაქსი არ დაესწრო.

მარადიული სილამაზის მქონე ანჯელინა „მარადიულების“ პრემიერაზე ქალღმერთის იმიჯით გამოჩნდა

როგორც ჩანს, 15 წლის შაილომ სქესის შეცვლაზე უარი განაცხადა. მას კაბა წითელ ხალიჩაზე პირველად ეცვა და საოცრად გამოიყურებოდა. გოგონას კრემისფერი, ავანგარდული სტილის კაბა ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ შაილო დედასაც და მამასაც სასწაულად ჰგავს.

შეგახსენებთ, შაილოს გენდერის აღქმასთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მას სქესის შეცვლა სურდა და ბიჭის ტანსაცმელს იცვამდა.

მარადიული სილამაზის მქონე ანჯელინა „მარადიულების“ პრემიერაზე ქალღმერთის იმიჯით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები