LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ახალი ეროსი – ჰარი სტაილსი „მარველის“ „მარადიულებში“ გამოჩნდა

464
page

27 წლის მომღერალმა და მსახიობმა ჰარის სტაილსმა გულშემატკივრები შოკში ჩააგდო, ის „მარველის“ „მარადიულებში“ თანოსის ძმის, ეროსის როლს ასრულებს. ეს ფაქტი ყველასათვის მოულოდნელი იყო. ცნობები სულ ცოტა ხნის წინ, ფილმის პრემიერის შემდეგ გავრცელდა.

ფოტო: მარადიული სილამაზის მქონე ანჯელინა „მარადიულების“ პრემიერაზე ქალღმერთის იმიჯით გამოჩნდა

ჯერჯერობით ვარსკვლავის ვიზუალის ამსახველი ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა თუკი ჰარის გარეგნობით ვიმსჯელებთ, ის შესანიშნავი  ეროსი იქნება.

შეგახსენებთ, ჰარის პარტნიორობას ისეთ ვარსკვლავები გაუწევენ, როგორებიც ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი და კიტ ჰარინგტონი არიან.

„ყველაზე ცხელი ჰოლივუდური წყვილი“ – ჰარი სტაილსმა და ოლივია უაილდმა რომანი დაადასტურეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები