ქუთაისის აეროპორტი საზოგადოებას სიახლეს აცნობს, კერძოდ – 31 ოქტომბრიდან Wizz Air-ით შეგეძლებათ ბარსელონაში პირდაპირი ავიარეისით გაფრენა, ხოლო ვენაში – 2 ნოემბრიდან.
„რაც ყველაზე მთავარია, ამ ორი მიმართულებით შეგიძლიათ ტურისტულადაც გამგზავრება. ავსტრიაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
? ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი, ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)
? ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა
? ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება კი მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში…