LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომფორტული კარანტინი: როგორ გადავიტანოთ იზოლაციაში ყოფნა ისე, რომ ნერვული სისტემაც შევინარჩუნოთ და ენერგიებიც

35
florists-creative-work-requires-senses-1177497

მსოფლიო პანდემიის ტალღების რაოდენობას აღარ ითვლის და კარანტინი თუ თვითიზოლაციაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არადა ოთხ კედელში აღმოჩენა მარტივი ნამდვილად არ არის და ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება ზოგჯერ წარმოუდგენელი ხდება.
ფსიქოლოგებმა დაასახელეს რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც სახლში ყოფნის დროს პროდუქტიულობის შენარჩუნება სურს.

უარი თქვით ყველა იმ საქმეზე, რომელზეც უარის თქმა შეგიძლიათ
სწავლობთ, მუშაობთ და სხვების დახმარებასაც ასწრებთ? გაითვალისწინეთ, რომ კარანტინი – ეს თქვენი დროა. გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და თუკი არის რამე რისი სიიდან ამოღებაც დიდ ზიანს არ მოგიტანთ, მაშინ ამოიღეთ.

დასვენება მუშაობის პროპორციულად

თუკი რეჟიმი „მუშაობა შესვენების გარეშე“ თქვენზეა ნათქვამი, ახლა დროა ამ მიდგომას გადახედოთ. შესაძლოა საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს – იმდენივე დასვენება, რამდენსაც მუშაობთ. კითხეთ თქვენს თავს, არის კი ახლა დრო თავგანწირვისთვის?კონცენტრირდით ყველაზე მთავარზე და საკუთარ თავს ნუ დაკარგავთ.

არ იმუშაოთ საწოლიდან

ყველა დისტანციურად მომუშავის მთავარი წესია. მაშინაც კი როცა კარანტინი არაფერ შუაშია. მიუხედავად იმისა თუ როგორც არ უნდა გინდოდეთ საწოლში გაჩერება, მუშობის დროს აუცილებლად უნდა ადგეთ და მთელი კონცენტრაცია მოიკრიბოთ.

დაუბრუნდით საკუთარ თავს

კარანტინის დროს შეეცადეთ თქვენი თავის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ, დაიცავით დილის რუტინა, ისადილეთ გემრიელად, მიირთვით საყვარელი ყავა და გააკეთეთ ყველაფერი რაც გაბედნიერებთ. წვრილმანებით ტკბობა კარანტინში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები