ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, სამსახურიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით მივიდა.
ინფორმაციას და ფოტოსურათს ამის შესახებ მისი პრესსამსახურის უფროსი მირიან ლებანიძე ავრცელებს.
“ტრანსპორტის საქალაქო სასახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი მიდის. მიცკევიჩიდან შარტავამდე ხომ არ არის შორი, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტოზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, გერმანულ ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს. დღეს ოფისთან გამოვიჭირე და გადავუღე. მეც კი მაგულიანებს: იყიდე, მეორადი იაფია და ერთად ვიაროთო, მაგარამ ჯერ ვერ დამიყოლია”, – წერს მირიან ლებანიძე.