LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ძველმოდურ ქცევებს, დღეს 2003 წელი არ არის: თეა წულუკიანი

173
თეა

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მის კლინიკაში დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

როგორც მინისტრი ამბობს, 18-ე დაწესებულება სამკურნალო დაწესებულებაა, რომელიც მთლიანად არის უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტებით და მოხდეს მასზე დაკვირვება.

“იმ ტიპის პროტესტი, რომ დამარცხდი, გაბრაზებული ხარ, სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს, რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის ყავლგასული – ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობების ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა. ამიტომ, რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ძველმოდურ ქცევებს, დღეს ეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად და დაველოდოთ მომდევნო ციკლს საპარლამენტო არჩევნების,” – ამბობს თეა წულუკიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები