LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტოლოგებმა გახდომის მსურველებისთვის ყველაზე საშიში სასმელები დაასახელეს

92
My-Post-47

ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაასახელეს რამდენიმე სასმელი, რომლის დალევაც გახდომის მსურველებისთვის რეკომენდებული არ არის. პროფესიონალთა რჩევები გამოცემა Eat This, Not That!-მა გაავრცელა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნაყიდი წვენები და სმუზები, ტკბილი ალკოჰოლური კოქტეილები და ყავისგან დამზადებული ცივი სასმელი, გახდომის დროს ყველაზე საშიში არჩევანია.

ე.წ. ნატურალური წვენები, რომელთა ნახვაც ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი, დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მსგავსი პროდუქტის მოხმარება კიდევ უფრო მეტი ტკბილის მიღების სურვილს აჩენს.

დიეტოლოგი ლორა ბურაკი ყველას ურჩევს, რომ სმუზის მირთმევისგანაც თავი შეიკავონ. საუბარია ბოთლებში მოთავსებულ გასაყიდ ნაწარმზე. მსგავს სასმელში შესაძლოა 500-მდე კილოკალორია და 40-50 გრამი შაქარი იყოს. მართალია, ეს შაქარი ძირითადად ხილისგანაა მიღებული და ორგანიზმისთვის სასარგებლოც კია, თუმცა გახდომის მსურველებმა მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

წონის მატებას ცალკე აღებული ალკოჰოლიც იწვევს, თუმცა მისი კოქტეილის სახით მიღება ყველაზე საშიშია. მაგალითისთვის რომ ავიღოთ „პინა-კოლადა“ – ეს არის კალორიები და ცხიმი, რომელსაც ქოქოსისა და შაქრისგან იღებენ. ასეთი სასმლის მოყვარულებს წონის კლების იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.

თუკი წვეულებასა და ოჯახურ დღესასწაულზე ალკოჰოლის მიღება მაინც გიწევთ, უმჯობესია არჩევანი ღვინოზე ან ისეთ სასმელზე შეაჩეროთ, რომელსაც ზედმეტი კალორიები არ აქვს დამატებული.

გახდომის მსურველთა კიდევ ერთი მტერია ცივი სასმელი, რომელიც ყავითაა დამზადებული. უბრალო ცივი ყავაც კი 1200-მდე კილოკალორიას შეიცავს და მის შემადგენლობაში არსებული შაქარი, როგორც წესი, დღიურ ნორმას მკვეთრად აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები