რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ბევერლი-ჰილსზე, პაემანზე გადაიღეს. ტაბლოიდების ცნობით, 52 წლის ჯეი ლო მაიამიდან ლოს-ანჯელესში შვილებთან ერთად იმისთვის ჩამოფრინდა, რათა „მადლიერების დღე“ ბენთან ერთად გაეტარებინა.
პაემანზე, მაგიდის რიგში მომლოდინე „ბენიფერი“ აცეკვდა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
წყვილი მაქსიმალურად ცდილობს ოჯახზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე დრო თანაბრად გადაანაწილოს. გარდა ამ ყველაფრისა, ისინი ქველმოქმედებისთვისაც იცლიან. ახლახან, ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, „ბენიფერი“ შვილებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის პროდუქტებს აგროვებდა. გასაოცარი ის იყო, რომ ბენი და ჯეი ლო ფიზიკურად თავად შრომობდნენ და საკმაოდ მძიმე შეფუთვებს ეზიდებოდნენ. მათთან ერთად მათი შვილებიც აქტიურად იყვნენ საქმიანობაში ჩართულნი.