ბენ აფლეკი სკანდალში გაეხვია. ცოტა ხნის წინ, ჰოვარდ სტერნის პოდკასტში პირად ცხოვრებაზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯენიფერ გარნერთან ქორწინების დროს თავს ისე გრძნობდა, როგორც ხაფანგში და მისი ალკოჰოლდამოკიდებულება ყოფილ მეუღლეს დააბრალა. აღნიშნულმა სიტყვებმა საზოგადოების მხრიდან ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა.
„მასთან ხაფანგში ვიყავი, რომ არ დავშორებოდი, სმას ვერ შევეშვებოდი“ – ბენ აფლეკის გულწრფელი ინტერვიუ
49 წლის მსახიობის შესახებ არაერთმა ცნობადმა სახემ გამოთქვა აზრი, მათ შორის გახლავთ პირს მორგანი. მან ბენის სიტყვები მკაცრად გააკრიტიკა და მას ეგოისტიც კი უწოდა.
„მან საკუთარი, ყველაზე ერთგული დამცველი, ჯენიფერ გარნერი დაადანაშაულა იმაში, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა?!, ეს სასაცილოა, ბენმა ამ სიტყვებით უსაქმურ ნარცისად წარმოაჩინა თავი. მას საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს და ყველა ჯენიფერი ფეხებზე ჰკიდია“, – აცხადებს ჟურნალისტი.
ინტერვიუს შემდეგ ინტერნეტსივრცე ბენის არაფხიზელ მდგომარეობაში გადაღებულმა ფოტოებმა წალეკა, რომლებიც 2019 წელს, ჯენიფერ გარნერთან განქორწინების შემდეგ არის გადაღებული.