როგორც ცნობილია, ბენ აფლეკმა 2018 წელს სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა. ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა, მან ეს პრობლემა დასძლია, ამაში კი დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჯეი ლოს მიუძღვის. ახლახან, 49 წლის აფლეკი ჰოვარდ სტერნის გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან ქორწინების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის გარნერთან ქორწინებაში რომ დარჩენილიყო, კვლავ იქნებოდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ბენი ამბობს, რომ ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ და თავი ხაფანგში ეგონა.
ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს საქმეებს ურჩევს? – პაპარაცული ფოტოები
„ჩვენ გამუდმებით ვჩხუბობდით, თავი ხაფანგში მეგონა და ვფიქრობდი, რომ შვილების გამო ამ სიტუაციიდან თავს ვერასდროს დავაღწევდი. მე რომ მასთან ქორწინებაში დავრჩენილიყავი, სმას ვერ შევეშვებოდი“, – ამბობს ბენი.
ფოტო: ბენი ვერც წითელ ხალიჩაზე იკავებს თავს – შეყვარებულები ჰოლივუდს იპყრობენ