ჰოლივუდში, ბენ აფლეკის ფილმის, „ნაზი ბარი“ მორიგი პრემიერა შედგა. ბუნებრივია, ვარსკვლავს გვერდს მისი უმშვენიერესი ქალბატონი, ჯენიფერ ლოპესი უმშვენებდა.
წყვილი, ვერც წითელ ხალიჩაზე იკავებდა თავს და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა. ბენი ჯეი ლოს კოცნიდა, ეხუტებოდა, ჯენიფერიც საპასუხოდ კეკლუცად იცინოდა და ბედნიერი იყო საყვარელი მამაკაცის მკლავებში.
52 წლის ლოპესი, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, მას „ელი სააბის“ ცისფერი, ჰაეროვანი კაბა ამშვენებდა.
ფოტო: მაღაზიაში განმარტოებული „ბენიფერი“ პაპარაცებმა გამოიჭირეს