კოლექციაში ამერიკული, იტალიური და გერმანული სპორტქარები მოხვდნენ და თითოეული მათგანი რეჟისორი მაიკლ ბეის საკუთრებაა. გარდა ვარსკვლავური მფლობელისა, ავტომობილების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ისინი „ტრანსფორმერებში“ არიან გადაღებული. მაიკლ ბეის ოთხივე ავტომობილს ერთ ლოტად გაყიდიან.
უნიკალური კოლექციის მთავარი ექსპონატნი Chevrolet Camaro SS-ია, ის 2010 წლის „ტრანსფორმერები 3“-ში ასრულებდა მთავარ როლს. სპეციალურად გადაღებებისთვის General Motors-მა განსხვავებული კუპე შექმნა. იმავე ფილმში გადაიღეს Mercedes-Benz SLS AMG, ასევე 2010 წლის მოდელი, ეს იყო „მერსედესის“ პირველი მოდელი რომელსაც სატესტო შოუ-ქარად იყენებდნენ.
მესამე ექსკლუზიური მოდელი გახდა Lamborghini Aventador – მანქანა 2014 წელს სპეციალურად მაიკლ ბეისთვის ააგეს.
კოლექციის საწყისი ღირებულება 2 მილიონი დოლარია და ლოტის მყიდველი ავტომობილების ფილმებში მონაწილეობის კადრებსაც მიიღებს.