LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ეს გამახსენდა იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა

196
BeFunky-collage (4)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ შიმშილობის აქციის დაწყება შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის დავალება იყო.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, სამწუხარო იქნება, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება.

“ეს ინფორმაცია თუ მართლა დადასტურდა, ძალიან სამწუხარო ამბავია, როცა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს ასე აიძულებს მათი ხელმძღვანელი, რომ ჭამაზე უარი განაცხადონ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა და ეს გამახსენდა ახლა მე იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. ძალიან სამწუხარო ამბავია, თუ ეს მართლაც ასეა და ნამდვილად არ მახარებს ეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის,”- განაცხადა სამხარაძემ.

უხერხულია, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ასობით ადამიანს დაპატიჟებ და შიმშილობისკენ მოუწოდებ – ამილახვარი

შეგახსენებთ, რომ დღეიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ „ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება“.

ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ – სუბარი მოშიმშილეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g