LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტო შერონ სტოუნთან გადამიღია, მე კი ის ჯეინ ფონდა მეგონა“ – დემნა გვასალია საკუთარ მახეში თავად გაება

608
page
ყველას კარგად გვახსოვს Met Gala 2022, რომელიც „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა. წითელ ხალიჩაზე, ფაქტობრივად ყველას დემნას მიერ შექმნილი ექსტრავაგანტური ტანისამოსი ეცვა. ვარსკვლავთა უმეტესობას სახე დაფარული ჰქონდა.
როგორც ჩანს, „ნიღბების შოუს“ მთავარი ინიციატორი საკუთარ მახეში თავად გაება. დემნამ სახალისო ისტორია  System Magazine-თან გაიხსენა და მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ პოსტიც გაავრცელა.

„ზო­გი­ერთს ეგო­ნა, რომ მე კა­ნიე ვი­ყა­ვი. მარ­თლა ძალიან გა­ვერ­თე. სა­დილ­ზე დავ­რჩი, მა­გი­დას­თან ძლივს მი­ვე­დი, ვი­ღა­ცამ მი­მიყ­ვა­ნა, ეს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო. ფოტო შე­რონ სტო­უნ­თან გადამიღია, მე კი ის ჯეინ ფონ­და მეგონა“, – ამბობს დემნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Balenciaga by Demna (@demnagram)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები