LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

148
პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავი – გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

მიღებული დაზიანებებით 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g