LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლოს – გურამ მაჭარაშვილი

72
გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შესვლა გაამართლოს.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან განაცხადა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ აქვთ და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არსებობს.

ბოკუჩავა: სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა ახლა ამ კომისიის შექმნის ინიცირება, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. მათ ეს არ სჭირდებათ რაიმე ახლის გამოსაკვლევად, სურთ პარლამენტში შემოსვლის მიზეზები გაამართლონ და გარკვეული პროცესები განავითარონ პარლამენტში.

საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ რომ კითხვები აღარ არსებობს, ეს საზოგადოებამ მაშინ უთხრა „ნაცმოძრაობას“, როცა ჯერ კიდევ ქუჩაში იყვნენ. მათი მხარდამჭერების უმრავლესობამაც უთხრა, რომ ძალადობრივი პროცესები არ სურთ და ამიტომ ახლა „ნაცმოძრაობას“ სურს ქუჩის პროცესები პარლამენტში შემოიტანოს,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ

magti 5g