LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის

911
fortuna.ge (67)

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ოლაფ შოლცის პრესსპიკერის თქმით, სამმხრივ საუბარში მათ დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ ეს ქმედება უპასუხოდ არ ჩაივლის.

დღესვე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა და ევროკავშირისგან სანქციების დაწესება ითხოვა.

ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისკენ და ევროპული სანქციებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა უკრაინამაც.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დაწერა.

მისი ცნობით, უკრაინამ შესაბამისი მოთხოვნა საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

magti 5g