ნანი ბრეგვაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„სულ თავს ვიკავებ, რომ ცრემლები არ დაინახოთ, მყოფნის ჩემი ამბავი, რასაც განვიცდი. მართალი გითხრათ, ღამეებიც კი არ მძინავს, მაგრამ ყველა ასეთ მდგომარეობაშია, გაურკვეველ კი არა, გასაოცარ მდგომარეობაში. შემაძრწუნებელია. გაგიჟებული ვარ პირდაპირ, ასე მგონია, რომ კინოში ვარ და ეს ჩემს თავს არ ხდება. აბა, რა, ჩემს თავზეც ვიღებ ამ უბედურებას… უკრაინელები მებრძოლი და გამარჯვებული ხალხი იყო, მაგრამ არ აქცევთ ყურადღებას, რომ მსოფლიო გაერთიანდა? როგორ გამოფხიზლდნენ. თურმე შეიძლება, რომ ადამიანებმა თავიანთი ქვეყანა ასე დაიცვან. აღფრთოვანების მეტი არაფერი მაქვს. გულით და სულით ვარ მათთან ერთად. არ ვიცი, რით უნდა დავეხმარო მათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ჩემთან ერთად მთელი საქართველო არის მათ გვერდით. მყარად დგანან, გაერთიანებულები არიან და მათ ვუსურვებ გამარჯვებას!.. ის, რაც ხდება, არაფერში არ ზის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჟლეტა… ისე ვნერვიულობ, ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ გამომდის. იცოდეს ყველა უკრაინელმა, ვინც მიცნობს და ვინც არ მიცნობს, რომ მე ვარ მათ გვერდით. მარტო მე არა, ყველა ქართველი…“