LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მოდელები, საუკეთესო ფასად: Allmarket-ზე „ედიფაიერის“ აუდიო-ტექნიკის კვირეული დაიწყო

47
EDIFIER D12

Allmarket-ზე „ედიფაიერის“ აუდიო-ტექნიკის კვირეული დაიწყო: თქვენთვის სასურველ პროდუქციას საუკეთესო ფასად შეიძენთ. აღნიშნული კვირეულის შესახებ და ზოგადად, ბრენდ „ედიფაიერზე“ „ბიზნესნიუსის“ ეთერში Allmarket-ის მენეჯერმა, გივიკო ლომინეიშვილმა ისაუბრა.

-როდის იწყება „ედიფაიერის“ აუდიო-ტექნიკის კვირეული, რას წარმოადგენს თვითონ „ედიფაიერი“ და როდიდან არის ის ქართულ ბაზარზე?

Allmarket-ზე „ედიფაიერის“ აუდიო-ტექნიკის კვირეული დღეიდან, ანუ 11 მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. რაც შეეხება თავად ამ ბრენდს, ედიფაიერი“ აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ხმის აუდიოსისტემას. ჩვენს ბაზარზე 2017 წლიდან არის წარმოდგენილი და მისი ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი allmarket.ge-ია.

როგორ ხდება „ედიფაიერის“ პროდუქციის რეალიზაცია – ონლაინ, თუ გაქვთ გაყიდვების ფიზიკური წერტილიც?

ჩვენ ვებგვერდი არის ონლაინ მაღაზია – Allmarket.ge, ასევე გვაქვს  b2b გაყიდვების არხი, სადაც ჩვენი დილერები https://b2b.allmarket.ge/ka/ სარგებლობენ სადილერო ფასებით თავიანთი მაღაზიებისთვის და ასევე, მომხმარებელს შეუძლია სასურველი პროდუქციის შეძენა allmarket-ის შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N16.

რამდენი დასახელების პროდუქტი ერთიანდება „ედიფაიერის“ ბრენდის ქვეშ?

ზოგადად, დასახელების მიხედვით „ედიფაიერი“ 150-ზე მეტ მოდელს აწარმოებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 40 მოდელზე მეტი – მუდმივად განახლებული რაოდენობებით და ფასებით – ესენია დინამიკები, ყურსასმენები, მანქანის აუდიოსისტემები და პროფესიონალური აუდიომონიტორები.

რამდენად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე აუდიოტექნიკა?

მას, ვისაც სურს ძლიერად შეიგრძნოს საუკეთესო ხარისხის მუსიკა – „ედიფაიერი“ ნამდვილად სწორი არჩევანია – მუსიკის მოსმენა შესაძლებელია როგორც ყურსასმენებით, ასევე დინამიკებით და ბლუთუზ სისტემით.

თვითონ Allmarket-ზეც ვისაუბროთ – 2012 წლიდან ხართ ბაზარზე, განვითარების რა ეტაპები გაიარა კომპანიამ და აჟამად, რამდენი ბრენდია თქვენთან წარმოდგენილი?

Allmarket.ge-ის აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება:

  • სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება;

  • კორპორაციული კლიენტები, რომელთა რაოდენობა 5000-ზე მეტ ორგანიზაციას წარმოადგენს;

  • 2015 წლის სექტემბრიდან გაეშვა ჩვენი ონლაინ მაღაზია allmarket.ge, სადაც 100 000-მდე სხვადასხვა ბრენდის განახლებული პროდუქცია თავსდება ყოველდღიურად;

  • და მეოთხე მიმართულება, რომელიც 2015 წლის მეორე კვარტალში დავიწყეთ, ეს არის დისტრიბუცია.

სამომავლოდ, თუ შეგიძლიათ მსმენელს დაუანონსოთ რა სიახლეებს უნდა ელოდო Allmarket-ისგან?

Allmarket.ge-ის აქვს ინოვაციური ღილაკი „შემომთავაზე ფასი“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო პროდუქტი სასურველ ფასად შეიძინოს. ასევე თბილისის მასშტაბით განთავსებული შეკვეთები იმავე დღეს მიეწოდება მომხმარებელს, რაც რა თქმა უნდა ქმნის კომფორტს. ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ და ამ ეტაპზე, „ედიფაიერის“ კვირეული გვაქვს, რაც კარგი საშუალებაა მსმენელისთვის უფრო კარგად გაიგოს ამ ბრენდის შესახებ და შეიგრძნოს ძლიერად მუსიკა „ედიფაიერთან“ ერთად.

და ბოლოს, არ შემიძლია არ შევეხოთ უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსეთის შეჭრას მშვიდობიანი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ ყველაფერმა საქართველოზეც ჰპოვა ასახვა, გაურკვეველი და არასტაბილური ვითარებაა ბაზარზე და ბიზნესსექტორის ნაწილი უკვე ჩივის შემცირებულ გაყიდვებზე… თქვენთან ამ კუთხით რა ხდება?

პირველ რიგში, allmarket.ge თანადგომას უცხადებს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, და ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს მძიმე ვითარება. გაყიდვებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს მოვლენები ჩვენზეც აისახა და გაყიდვები 30 % -ით შეგვიმცირდა. თითქოს ყველა ცდილობს, რომ დანაზოგი არ დახარჯოს ფუფუნების საგნების შეძენაში და შეიძინოს პირველადი საჭიროების პროდუქტები.  მოლოდინი გვაქვს, რომ სწრაფად აღდგება გაყიდვების მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g