1-ელ აპრილს, თელავსა და გორში, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ ორი ახალი ფილიალი ერთდროულად გაიხსნება. ისინი, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მეოთხე და მეხუთე მეგაცენტრებია.
ახალ ფილიალებში წარმოდგენილი იქნება, როგორც „ნოვას“ მიერ წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი. მომხმარებლები უკვე თელავსა და გორშიც შეძლებენ, შეიძინონ „ნოვას“ წარმოების სასახურავე მასალა, ფასადის მოსაპირკეთებელი საიდინგები, ვენახის ინვენტარი, პოლიეთილენის ავზები, ნაგავშემკრები კონტეინერები, სეპტიკები, სხვადასხვა სახის პროფილი და მისი სხვა ქართული პროდუქცია. ასევე, ისეთი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქტები, როგორებიცაა: Ingco, Bien, Nippon Paint-ის ჯგუფის Betek და Fawori და Saint Gobain-ის ჯგუფის Izocam და Rigips. იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს სანტექნიკას, ხელსაწყოებს, სამშენებლო მიმართულებას, საღებავების ფართო ასორტიმენტს და ა.შ.
ახალ მეგაცენტრებში მისულ სტუმრებს დახვდებათ უამრავი საჩუქარი, სიურპრიზი და განსაკუთრებული ფასდაკლებები პროდუქციაზე. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან თელავისა და გორის მერები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ახალი ფილიალების გახსნისთვის „ნოვამ“ დამატებით მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათში დაასაქმა 60-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ.
სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. ის არის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და ამიერკავკასიის უმსხვილესი მწარმოებელი. „ნოვამ“ წარმოების ხაზის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და დღეს, უკვე 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს ქმნის. მის შოურუმებში სულ 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.
„ნოვა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა. მისი მეგაცენტრები, თელავისა და გორის ჩათვლით, უკვე 5 დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ზაფხულის ბოლომდე კი, კომპანია მარნეულსა და ხაშურში დამატებით კიდევ ორი ფილიალის გახსნას გეგმავს.