ჩინელი მამაკაცი თავისუფლების ძიებაში ოჯახიდან გაიქცა და 14 წელი პეკინის აეროპორტში გაატარა. მის ისტორიას გამოცემა LAdbible ავრცელებს.
60 წლის ვეი ცზიანგო აეროპორტის მეორე ტერმინალში 2008 წელს დასახლდა. ვეის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ოჯახის წევრები გახდნენ, რადგან ისინი ძალიან პრეტენზიულები იყვნენ, მამაკაცს მოწევისა და დალევის საშუალებას არ აძლევდნენ. ფაქტობრივად თავისუფლება წაართვეს.
ჩინელის განცხადებით, ოჯახი მზადაა ის უკან მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ის მავნე ჩვევებზე უარს იტყვის. ასეთი ნაბიჯის გადადგმას კი ის არ აპირებს.
აეროპორტის პოლიციამ მამაკაცი სახლში არაერთხელ გაგზავნა, თუმცა ყოველ ჯერზე ის უკან ბრუნდებოდა. ჩინელი ამჟამადაც პეკინის აეროპორტშია და იქიდან წასვლას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.