დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება. პირდაპირი ეთერი ABC News-ის საშუალებით გადაიცემოდა. ინტერნეტსივრცეში ყოფილი წყვილის უახლესი ჩვენებები ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება და ყოველი მათგანი უფრო და უფრო შემზარავია.
ემბერმა ჯონის ცემის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღიარა, რომ ის ქმარს ურტყამდა. როგორც ირკვევა, ემბერმა მას აბაზანის კარები თავში მოარტყა.
„მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი, მე გცემდი, მე არ გცემდი… შენ ბავშვი ხარ ჯერ კიდევ, გაიზარდე ბოლოს და ბოლოს“, – ისმოდა დარბაზში ემბერის კომენტარები.
მორიგ სასამართლო პროცესზე ნაცემი ჯონი დეპის აქამდე უცნობი ფოტოები აჩვენეს