ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე ჯონი დეპისა და ელტონ ჯონის წერილი გასაჯაროვდა, რომელშიც ჯონი ყოფილ მეუღლეს და შვილების დედას, ვანესა პარადისს უწმაწური სიტყვებით იხსენიებს. წერილი 2013 წლით თარიღდება.
„ჩემი შვილები ჩემ გოგოზე, ემბერზე ყურებამდე არიან შეყვარებულები, ფრანგი გამომძალველი (ვანესა პარადისი) კი მათ ემბერის წინააღმდეგ ამხედრებს“, – წერს ჯონი ელტონს ელექტრონულ წერილში.
ცნობისთვის, დეპის ყოფილი ცოლი, ვანესა პარადისი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინ ჯონს წლების განმავლობაში მხარში უდგას, მან შვილების მამის სასარგებლოდ ჩვენებაც კი მისცა და განაცხადა, რომ ჯონი მოძალადე არ არის.
ვიდეო: „მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი“ – ემბერ ჰარდმა აღიარა, რომ ჯონი დეპს ხშირად სცემდა