LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა პირობა დადო, რომ „ტესლას“ რობოტაქსით მგზავრობა ავტობუსის ბილეთზე უფრო იაფი იქნება

48
robotax

„ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა ახალ რობოტიზირებულ ტაქსებზე ისაუბრა. მასკი გეგმავს, რომ მომავლის სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, მისი სიტყვებით მგზავრობა ავტობუსის ბილეთზე უფრო იაფიც კი იქნება. ჯერ-ჯერობით უპილოტო ტაქსიზე ბევრი არაფერია ცნობილია და „ტესლაში“ მხოლოდ იმას აზუსტებენ რომ სერვისი 2024 წლიდან ამოქმედდება.

ახალი პროექტის მონაწილეთა წინაშე საკმაოდ რთული დავალებაა. მათ არამხოლოდ უპილოტო ტაქსის 0-დან შექმნა, არამედ უპრეცედენტოდ დაბალი ფასის დაწესებაც მოუწევთ. მასკმა პირობა დადო, რომ „კლიენტებს ასეთი დაბალი ფასი არასდროს უნახავთ“.

მასკმა ისიც დაამატა, რომ მანქანას არც საჭე და არც სამუხრუჭე სისტემა ექნება. ასევე მომავლის სიახლე ფუტურისტულ ვიზუალს მიიღებს და ინოვაციებით იქნება სავსე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები