LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე “ოცნებას”: ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია

167
Untitled design

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს “ნაციონალურ მოძრაობაში” აფასებენ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამაზრზენია დასცინო იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

“ხელისუფლების დღევანდელ განცხადებებზე -“მიხეილ სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი” – არის სრული სიცრუე. ეს უთანაბრდება არაადამიანურ დამოკიდებულებას. ამ დიაგნოზის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მიშას არ აქვს მინიმალური პირობა ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოხდეს. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს. სურვილი – საკვები მიიღოს, განკურნებას ვერ მოიტანს.

– ქართული ოცნების ამომრჩეველს მინდა ვკითხო: როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ევროპული მომავალი, თუ მესამე პრეზიდენტი ციხეში მოგვიკვდება, როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი შვილების ცხოვრება უმძიმეს მოცემულობაში, რაც შეიძლება ძალიან მალე დადგეს?

რატომ შეიძლება საკუთარ ქვეყანას არგუნო ეს განუკურნებელი ხვედრი? დაფიქრდით.

– რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს საკუთარი თავის დამცირებაა. საკუთარი სტანდარტის ყველაზე დაბალი ხარისხია.

-“ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი პრეზიდენტის გამოცხადებულ სიკვდილს ელოდება”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.

დღესვე ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით კი, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გადავარჩინოთ სააკაშვილი.. თუ ხმას არ ამოვიღებთ, ეს თითოეული ჩვენგანის ჩადენილი მკვლელობა უფრო იქნება, ვიდრე ივანიშვილის“

magti 5g