LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გადავარჩინოთ სააკაშვილი.. თუ ხმას არ ამოვიღებთ, ეს თითოეული ჩვენგანის ჩადენილი მკვლელობა უფრო იქნება, ვიდრე ივანიშვილის“

262
278965262_527123312305086_3970662294043650412_n

“თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ, ეს უფრო იქნება თითოეული ჩვენგანის ჩადენილი მკვლელობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით გაერთიანდნენ.

მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს: შოთა თუთბერიძე

ჟორჟოლიანის თქმით, თუ საჭირო იქნება გარეთ უნდა გამოვიდნენ და თუ საჭირო იქნება – აქციებიც უნდა დაიწყონ:

“საკითხი დგას ისე, რომ მე, ნანუკა ჟორჟოლიანი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახლა მიხეილ სააკაშვილი ეტლში იქნება მცენარე და შესაბამისად, აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს და ეს არის შედეგი, რასაც უნდა მიაღწიონ, თუმცა არავინ იცის შედეგი რამდენად ფატალური იქნება თუ მეორე საკითხი – თითოეული ჩვენგანი ახლა ხმას ამოვიღებთ, ისე როგორც თავის დროზე გავაკეთეთ და გადავარჩენთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს.

მე ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ტელეეკრანთან ზის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც შემოხაზა 41, ხვალ შემოხაზავს 41-ს, მაგრამ თქვენ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი არ გინდათ.

ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით

მე ამაში იმ გამოცდილებამ დამარწმუნა, როდესაც სააკაშვილი იყო გლდანში და მისი მწვავე ოპონენტების და მხარდამჭერების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ ის გადავიყვანეთ გორში და შემდეგ რუსთავში.

ახლა თქვენი იმედი მაქვს, თუ საჭირო იქნება გარეთ გამოვიდეთ, თუ საჭირო იქნება აქციები დავიწყოთ.

შეხვედრა გვაქვს ექიმებთან, შემდეგ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას და გემოვნებას, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ, არავინ ვითხოვთ, რომ დავიწეროთ: “თავისუფლება მიშას”, ამაზე საუბარი არ არის, არის ელემენტარული მოთხოვნა – გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი და ის გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ.

საკითხი, რომ მიშას გაშვება ნიშნავს თავისუფლებას, ეს არის არასწორი, რადგან სიტყვა შეწყალება ასეთ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ვფიქრობ სალომე ზურაბიშვილის ბრალეულობა უფრო იქნება, ვიდრე ივანიშვილის, მიშას რომ რამე მოუვიდეს, არსებობს სამართლებრივი ფორმა, რომ მიშა არ გათავისუფლდება მართლმსაჯულებიგან, თუ მის გადარჩენას მოვითხოვთ – ეს არის გადავადება”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიმართა, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება – რას პასუხობს იუსტიციის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები