დეპი-ჰარდის ახალ პროცესზე ემბერის პირადი მედდა დაკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჰარდი კოკაინს ხშირად მოიხმარდა, მასთან ერთად იღებდა ფსიქოტროპულ ნაერთებს და ყოველ დღე სამ ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევდა. მედდა ამბობს, რომ ემბერი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო აგრესიული და ემოციური ხდებოდა, თვალში საცემი იყო მისი ემოციური ლაბილურობა.
ჩვენების ბოლოს ჰარდის ექიმმა განაცხადა, რომ ემბერს ჯონი დეპის წარმატებული კარიერისა და არნახული პოპულარობის შურდა.
„მის ჰარდს მეუღლის წარმატების შურდა და ალბათ სწორედ ეს იყო მისი უკონტროლო აგრესიის მიზეზი“ – ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, ჰარდის წინააღმდეგ პეტიციას უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მსახიობი „აქუამენის“ მეორე ნაწილში მხოლოდ 10 წუთით გამოჩნდება. საზოგადოება ამჯერად ფილმიდან ემბერის სრულად მოხსნას.