LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა: „ეს მეტად მცირე არეალია ჩემი მართლაც დასაფასებელი, უდიდესი და მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის…“

219
ეკა-კვალიაშვილი

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოდან სხვა ქვეყანაში გაემგზავროს ბედის საძიებლად. ის ჟურნალ  „თბილისელებს“ ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ესაუბრება:

„საქართველოდან წასვლა ბევრჯერ გადავწყვიტე და წავედი კიდეც, მაგრამ მაშინ დარჩენა ვერ შევძელი – ამისთვის მზად არ ვიყავი. ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც შევძლებდი საქმის გაკეთებას, ჩემი პროექტების რეალიზებას. ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ წლები გავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა. შეიცვალა, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის დეგრადირდა და ჩემი რეალიზება გამორიცხულია. მივხვდი იმასაც, რომ ეს მეტად მცირე არეალია ჩემი მართლაც დასაფასებელი, უდიდესი და მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის. ავხსნი სხვა მხრივაც – ჩემი ნიჭი და მშობლიური, უსაყვარლესი დღევანდელი საქართველო, ერთ სიხშირეებზე არ რეზონირებენ! არ ხდება სინქრონიზაცია ამ არეალსა და ჩემს შინაგან სამყაროს შორის. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი დავაკელი ჩემს თავს – წლები, ნერვები, და ჯანმრთელობა წავართვი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ამიტომ უბრალოდ და სადად, ავარჩევ ქვეყანას, რომელიც ჩემთვის შესაბამის არეალს მომცემს, გამოდგება იმისთვის, რასაც ვაპირებ და ვაპირებ ყველაფერ კარგს…

ეკა კვალიაშვილი: „ყველაზე კარგი გამოსავალია, ვისაც აქვს მშობლიური სოფელი, იქ გადავიდეს საცხოვრებლად…“

რუსეთში ხომ არ გეგმავთ კარიერის გაგრძელებას?

რუსეთში ვერ ვხედავ არეალს ჩემი მოღვაწეობისთვის. იქ სულ სხვა მუსიკას უსმენენ და სხვა მენტალიტეტი აქვთ. რუსეთში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ…“

აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია… მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი ეს მოღალატეო, იტყვიან – მიდის თუ არა ეკა კვალიაშვილი რუსეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g