„კანის 75-ე კინოფესტივალს“ ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი ესტუმრა, თანაც ის მარტო არ არის, მას თან 11 თვის ქალიშვილი ახლავს. ვარსკვლავი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც სასტუმროსკენ მიემართებოდა. მას გვერდით მედიისთვის უცნობი მამაკაცი მიჰყვებოდა, ის მოდელს ნივთების წაღებაში ეხმარებოდა და დედა-შვილზე აშკარად ზრუნავდა. ბუნებრივია, დასავლური მედია უცნობ მამაკაცზე აქტიურად ალაპარაკდა.
„ვინ არის ეს მამაკაცი“, „ბავშვის მამაა?“„უბრალოდ დამხმარეა“, – წერენ კომენტარებში.
ნაომი კემპბელი ქალიშვილის უახლეს ფოტოებს ავრცელებს