LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: კობახიძე რას ამბობს რა მნიშვნელობა აქვს?! დღეს ექსპერტთა ჯგუფი შევა მიშასთან.. თუ იტყვიან, რომ გადაყვანა აუცილებელია სხვა ქვეყანაში, უნდა გადაიყვანონ!

332
BeFunky-collage (8)

ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები „ვივა მედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სავარაუდოდ, დღეს შევლენ. ამის შესახებ გუშინ, 30 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა მედიასთან. დღეს ექსპერტთა დაშვებასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

“დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ჩაიბარებენ განჩინებას, რაც ნიშნავს იმას რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შევა მიშასთან.

დაიდება დასკვნა მისი ჯანმრთელობის შესახებ და თუ ექიმები იტყვიან, რომ მისი გადაყვანა აუცილებელია სხვა ქვეყანაში, უნდა გადაიყვანონ!

ირაკლი კობახიძე რას ამბობს რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია რას იტყვიან ექიმები და ამიტომ დაველოდოთ”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

გორის ჰოსპიტალსა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეებს შორის გარკვეული სხვაობაა – რას ამბობს “ემპათიას” ხელმძღვანელი სააკაშვილის მდგომარეობაზე

magti 5g