ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებებია.
როგორც ჯიშკარიანი “მთავარ არხთან” აღნიშნავს, გორის ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის გარკვეული სხვაობაა:
“ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას და შემდგომში, რა თქმა უნდა, ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება და დაიგეგმება ექსპერტიზის განხორციელება, ეს არის სასამართლო ექსპერტიზა, შესაბამისად ალბათ მრავალი თემა იქნება კონფიდენციალური ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე, ასევე ველოდებით სასამართლო განჩინებას ამ ეტაპზე და შემდგომში იუსტიციის მინისტრს მოვუწოდებთ, ხელი არ შეგვიშალონ.
რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეს არის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე, სწორედ ის ცვლილებები, რომელიც ჩვენს დასკვნაში, სამწუხაროდ, დეკემბერში იყო პროგნოზირებული. გორის ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის გარკვეული სხვაობა, რაც ნეგატიურ განვითარებაზე მიუთითებს”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს.