LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: აქციაზე შეეცდებიან არეულობას – ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული

115
კობახიძე 22

ოპოზიციას ჰქონდა გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაცია პოლარიზაციის შემცირებაა, ოპოზიცია კი ევროკომისიის დასკვნასაც პოლარიზაციისთვის იყენებს.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული.

მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის რა თქმა უნდა ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – აცხადებს კობახიძე ჟურნალისტებთან.

მაია ბითაძე: აქცია, რომელზეც გვესმის მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, არის რუსეთის მიზნების პირდაპირი გამოვლინება

მდინარაძე: მოვუწოდებთ გაასაჯაროოს რუსეთიდან გადმორიცხვები, თუ უარს იტყვის, გამოძიება დაინტერესდეს.. ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც

შეგახსენებთ, დღეს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ.

21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

კალაძე: დღევანდელი აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის”, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g