რუსკა მაყაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარ შოუზე საუბრობს და პასუხობს კითხვას, რატომ არ სტუმრობს მის გადაცემას მისი მეუღლე, მორაგბე სანდრო ნიჟარაძე.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ალბათ დიდი ხანი ოცნებობდით, საკუთარი შოუ გქონოდათ, სადაც მთავარი დიასახლისი იქნებოდით.
კი, ოცნებაც და დიდი სურვილიც. ბევრ შოუში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ჩემია და ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს. ეს შოუ მაძლევს საშუალებას, პიროვნულად რაც ვარ, ის თვისებები წარმოვაჩინო.
რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ზე ელენ დეჯენერესის შოუს ანალოგს გაუძღვება
ყოველ ახალ საქმეს თავისი შიშებიც ახლავს თან. უკვე გადალახეთ?
ახლაც მაქვს შიშები, რადგან მინდა, რომ ყოველთვის მოსწონდეს მაყურებელს ჩემი შოუ. შიშებისგან და ნერვიულობისგან ვერ გავთავისუფლდები, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
ყველამ ვიცით, რომ თქვენი ქმარი, მორაგბე სანდრო ნიჟარაძე, ინტერვიუებს და ტელეშოუებს არ სწყალობს. დაითანხმებთ და მოვა თქვენს გადაცემაში?
არ ვიცი, ჯერჯერობით არ მთანხმდება და უარზეა, მაგრამ მე არ ვყრი ფარ-ხმალს და იმედი მაქვს, რომ აზრს შევაცვლევინებ, ამაზე სერიოზულად ვმუშაობ.
წარმატებული სატელევიზიო კარიერა, მშვიდი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება – როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში კარგი ეტაპია.
კარგ მუხტზე ვარ ცხოვრებაში და იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება. მივხვდი, რომ რა ემოციასაც გასცემ სამყაროში, იგივე ემოციები გიბრუნდება უკან. ამიტომ უნდა გავცეთ კარგი ემოციები, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც იყოს კარგი ეტაპი.
რუსკა მაყაშვილი: „როცა შინ არ ვარ, სანდრო არაჩვეულებრივად უვლის პატარებს…“