LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამართული აქცია ევროკავშირის გადაწყვეტილების შინაარსზე ეფექტს ვერ მოახდენს – შეინიშნება მცდელობა, მოქალაქეების განწყობები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული: მიხეილ სარჯველაძე

102
sarjvelaZe

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 20 ივნისს გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ გამართული აქცია ევროკავშირის მიერ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მათ აქციის გარეშეც იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ევროინტეგრაცია სურს.

კრამონი: საქართველო ევროპაა, რადგან ხალხი ასე ამბობს! ევროკავშირის კარები ფართოდ ღიაა თქვენთვის

მისივე თქმით, ხდება 17 ივნისს, ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული რეზოლუციის არასწორი შეფასება და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, მოქალაქეების განწყობები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„არ მგონია, რომ გამართულ აქციას, რაიმე ეფექტის მოხდენა შეუძლია ევროკავშირის გადაწყვეტილების შინაარსზე. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირი სურს, ეს მათ კარგად იციან.

შფოთი და ინტერესი ამ საკითხის ირგვლივ, თუ როგორი იქნება ევროპის სამომავლო გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში აქტუალურია და ჩვენი საზოგადოება ამაში ჩართულია.

“ერთი მხრივ, არის საბერძნეთის ქეისი და მეორე მხრივ, არის რამდენიმე მეგობარი ქვეყნის მცდელობა, რომ 24-ში ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს ევროკომისიის რეკომენდაცია” – რა შანსი რჩება საქართველოს?

მე ვფიქრობ, რომ 17 ივნისის არასწორი შეფასების მცდელობებთან გვაქვს საქმე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და შეინიშნება მცდელობა, რომ თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ასეთი განწყობის არსებობა, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული. არ მგონია, რომ ეს კეთილსინდისიერი პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გადავდოთ პარტიული ინტერესები და პატივი ვცეთ მოქალაქეთა სურვილს, ვიყოთ ევროპული სახელმწიფო.

ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს სად ვართ, რადგან ეს არის აუცილებელი წინაპირობა შემდგომი ნაბიჯების სწორად დაგეგმვისათვის“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამავე თემაზე:

არჩილ თალაკვაძე: მოგმართავთ მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე

ყაველაშვილი: გუშინ, უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

სერგეენკო აქციაზე: იყო გამოხატულება, რომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

ბოჭორიშვილი: გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს“

წულუკიანი: აქციაზე, ადამიანების ნაწილი, გადატრიალების გეგმების მოსასმენად და რევოლუციის მოთხოვნით არ მისულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები