LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: გუშინ, უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება

184
მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი გუნდის წევრისა და დეპუტატ, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე საზოგადოების მასშტაბური შეკრება, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

ყაველაშვილმა ეს მოსაზრება იმით ახსნა, რომ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა და ამავე დროს, აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მაგალითად კონსტიტუციის ის მუხლი მოიყვანა, რომელიც „ქართული ოცნების“ და კერძოდ, ირაკლი კობახიძის დამსახურებით მიიღეს.

თუმცა, დეპუტატმა ისიც თქვა, რომ აქცია მოძრაობა„სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც როგორც იყო ეს ყველაფერი. გუშინ ორგანიზება იყო „სირცხვილიასი“, „სირცხვილია“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ფრთაა.

„რაც იყო, ისე შევხედოთ მოვლენებს, როგორც იყო ეს ყველაფერი. გუშინ ორგანიზება იყო „სირცხვილიასი“, „სირცხვილია“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ფრთა… ბოლოს რაც გააჟღერა ბატონმა შოთა გაგარინმა, თუ დიღმელაშვილმა, მათი მთავარი მოტივი არის ეს.

იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ იყო ყველა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მომხრე, იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს.

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს

"დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“

აქ ერთი რამეზე კითხვა მებადება, ძალიან დიდი პატივისცემით, ჩვენ, ყველას, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ოფიციალურად დადასტურებული გვაქვს, რომ 85% მომხრეა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

გუშინ როგორი პარადოქსი მოხდა, უყურეთ – შოთა გაგარინმა რითაც დაასრულა, კონსტიტუციის მუხლი მოიყვანა მაგალითად, სწორედ ამ მუხლის ავტორი არის „ქართული ოცნება“ და პირადად ირაკლი კობახიძე, სადაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ამ კონსტიტუციის შექმნაში.

კონსტიტუცია, ასოცირების შეთანხმება, ყველა ეს ფაქტები, რასაც „ქართული ოცნება“ ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა, პირდაპირ არის კავშირში, რომ ჩვენ, აი, სურვილი და გუშინ კიდევ უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამავე თემაზე:

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

სერგეენკო აქციაზე: იყო გამოხატულება, რომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

ბოჭორიშვილი: გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს“

წულუკიანი: აქციაზე, ადამიანების ნაწილი, გადატრიალების გეგმების მოსასმენად და რევოლუციის მოთხოვნით არ მისულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები