ბრედ პიტი გამოცემა GQ Magazine-ს ხშირი სტუმარია. ამჯერად ის ჟურნალის ივლისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და ფერადი იყო. მთავარ ფოტოზე მას „ლუი ვიტონის“ ლურჯი პერანგი აცვია. ინტერვიუში 58 წლის ბრედმა ანჯელინა ჯოლისთან მტკივნეულ განშორებასა და განქორწინების შემდგომ ცხოვრებაზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გულები გატეხილია…ზოგადად მე მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს მარტოსულად ვგრძნობ. როდესაც ადამიანი სულიერ ტკივილსა და სიხარულს ერთდროულად განიცდის, სწორედ ეს არის ზრდასრულობა და სულიერი თუ მენტალური განვითარება“, – აცხადებს პიტი.
ასევე ირკვევა, რომ ბრედი 18 თვის განმავლობაში ალკოჰოლიკთა ანონიმურ შეკრებებს ესწრებოდა. ჯოლისთან განშორების შემდეგ, ბრედ პიტმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარი განაცხადა.
ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს