ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა 10 წლის სემუელის გასეირნება მზიან ლოს-ანჯელესში გადაწყვიტეს. „ბენიფერი“ და ბენის ვაჟი ავტომობილების ცენტრს ესტუმრნენ. აფლეკმა შვილის გახარება გადაწყვიტა და სემს ყვითელი „ლამბორგინის“ საჭესთან დაჯდომის უფლება მისცა. გამოუცდელმა „მძღოლმა“ მანქანა დაქოქა და მუხრუჭს ფეხი აუშვა, შედეგად „ლამბორგინი“ წინ მდგომ BMW-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ მანქანაში ჯეი ლოც იჯდა.
ფოტოებში ანერვიულებული ბენი ჩანს, ის პერსონალს საკმაოდ ემოციურად ესაუბრება, თუმცა როგორც ინსაიდერები აცხადებენ, მისი დამშვიდება ჯენიფერ ლოპესმა შესანიშნავად მოახერხა.
„ჯეი ლოს გარნერის რისხვა არ ასცდება“, „ჯენიფერ გარნერი მათ ბავშვს აღარ ანდობს“, „როგორ მისცა 10 წლის ბავშვს მანქანის მართვის უფლება“, – წერენ კომენტარებში.
ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს საქმეებს ურჩევს? – პაპარაცული ფოტოები
ფოტო: ,,ერთმანეთი დაიბედეს” – ბენ აფლეკი და ჯეილ ლო ბედობას საყიდლებზე გადაიღეს