რეჟისორი რობერტ სტურუა ვატიკანში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მიერ გამართულ კონცერტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტეს კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები!
არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!“ – წერს რობერტ სტურუა.
შეგახსენებთ, რომ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა. მანამდე კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში გამართა.