LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიცა თვეში ერთხელ და სპორტ-დარბაზი ყოველდღე – სიძე-პატარძალმა ყველაზე უცნაური საქორწინო ხელშეკრულება გააფორმა

107
Capture

სიძე-პატარძალმა ქორწილის წინ უჩვეულო კონტრაქტი გააფორმა. ისინი ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ მირთმეული პიცის რაოდენობას შეზღუდავენ და ყოველ დღე სპორტით დაკავდებიან. The mirror-ის ინფორმაციით, ახალ შეუღლებულები ინდოეთის შტატიდან არიან.

შანტიმ და მინტუმ ერთობ უცნაური საქორწინო კონტრაქტი შეადგინეს და ჩამოწერეს ყველაფერი, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. სხვა დანარჩენ პირობებს შორის დოკუმენტში გაწერილია, რომ წყვილს არ შეუძლია წვეულებებზე ცალ-ცალკე იაროს, მაღაზიებს კი ისინი ყოველ 15 დღეში ერთხელ მიაკითხავენ.

მათ ერთმანეთს ასევე პირობა მისცეს, რომ ყველა დღესასწაულზე ლამაზ ფოტოებს გადაიღებენ, კვირაობით კი განსაკუთრებულ საუზმეებს მოამზადებენ ხოლმე.

უზარმაზარ კონტრაქტს, რომელიც ლამაზი ყვავილებით იყო გაფორმებული, სიძე-პატარძალმა ხელი მოწმეების თანდასწრებით მოაწერა.
წყვილი იმაზეც შეთანხმდა, რომ სპორტულ დარბაზში ყოველდღე ივლის და სწრაფი კვების ობიექტებს იშვიათად მიაკითხავს.

აღსანიშნავია, რომ საქორწინო კონტრაქტები ინდოეთში მიღებული არ არის, თუმცა მათ უკვე ბევრი ოჯახი აფორმებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები