ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი „საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან“, აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმიანება.
„ჟურნალისტებმა მთხოვეს, მისთვის ეს კითხვა დამესვა, მაგრამ ხელი ამიქნია, არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი… [მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა] როგორც ჩანს რეალურია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ, ალბათ ასეა“, – აცხადებს გიული ალასანია.