LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მეათეხარისხოვანია პოლიტიკური კონტექსტი: ბაჩო დოლიძე

118
ბაჩო-დოლიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, პარტიისთვის სიახლე იყო. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის თაობაზე პარტიის წევრებმა ტელევიზიების მეშვეობით გაიგეს.

“ლევან ხაბეიშვილი შევა ხვალ და მისგან უკვე მეტი გვეცოდინება. ჩვენთვისაც სიახლე იყო ეს კომუნიკაცია და ისევ უფლებადამცველებისგან შევიტყვეთ ტელევიზიით, არ გვქონია პირადი კომუნიკაცია. ხვალ, როდესაც ლევანი შევა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი სიცხადე იქნება.

ჩემთვის ადამიანურადაც მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც შეიძლება შემდეგ იყოს. როდესაც მეცოდინება, რომ ის [საზღვარგარეთ] უკვე გადასულია, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მერე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g