LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა ტაივანში წარმოებული პროდუქტების იმპორტი აკრძალა

92
211012130640-china-taiwan-flags-full-169

ჩინეთმა ტაივანში წარმოებული 35 სახის პროდუქტის იმპორტი აკრძალა. აკრძალულ პროდუქციაში, ძირითადად, საკონდიტრო ნაწარმი, ორცხობილები და პურ-ფუნთუშეული მოხვდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და იქვე განმარტავს, რომ აკრძალვა 3 200-ზე მეტ კომპანიას შეეხო, რომელიც აღნიშნულ პროდუქტებს აწარმოებს.

უცხოური მედიის ვარაუდით, ჩინეთის ეს ნაბიჯი პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტზე.

ტაივანის მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის თვითმფრინავი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, ტაიბეიში სუნშანის აეროპორტში ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 21:30-საათამდე დაეშვება. დილით კი ტაივანის პარლამენტს ეწვევა, სადაც კუნძულის მმართველებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g